ბრაზილიაში მიმდინარე გაეროს კლიმატის კონფერენციაზე ხანძარი გაჩნდა
1763662811
რა უნდა მოიმოქმედონ „დიფ სტეიტის“ მესვეურვებმა, რომ რამენაირად ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის სიყვარულზე ააღებინონ ხელი, წესით და რიგით ამის შესახებ თუ ადრე არ იცოდნენ ამდენი ხნის განმავლობაში ეს უკვე უნდა გაეგოთ და შეეგნოთ კიდეც. ვერავითარი ფინანსური თუ პოლიტიკური სანქციები მას ვერ შეაჩერებს (და ვერც აჩერებს) საქველმოქმედო საქმიანობისაგან და მამულიშვილური პროექტების განხორციელებისგან, - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ წერილს ეხმიანება.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, ბიძინა ივანიშვილი სამართლებრივ დავას ყოველთვის იგებს, თუმცა, მას ზარალს არ უნაზღაურებენ. “რა უნდა მოიმოქმედონ „დიფ სტეიტის“ მესვეურვებმა, რომ რამენაირად ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის სიყვარულზე ააღებინონ ხელი, წესით და რიგით ამის შესახებ თუ ადრე არ იცოდნენ ამდენი ხნის განმავლობაში ეს უკვე უნდა გაეგოთ და შეეგნოთ კიდეც. ვერავითარი ფინანსური თუ პოლიტიკური სანქციები მას ვერ შეაჩერებს (და ვერც აჩერებს) საქველმოქმედო საქმიანობისაგან და მამულიშვილური პროექტების განხორციელებისგან, ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის რამეში გაცვლა ხომ საერთოდ წარმოუდგენელია.
რა საინტერესოა არა, ლონდონში ჩანიშნული დავის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ოფიციალური გზებიდან კი არ იგებს, არამედ ე.წ. ოპოზიციური ტელევიზიებიდან, ე.ი. ვიღაცამ იზრუნა, მაგრამ იჩქარა კიდეც, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი იაფფასიანი სკანდალის აგორების მიზნით.
ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი სამართლებრივ დავას ყოველთვის იგებს, მაგრამ ზარალის ანაზღაურება და ფინანსების დაბრუნება არ ხდება, უკვე მგონი მთელმა მსოფლიომ იცის, თუმცა, „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებს არ რცხვენიათ. მათთვის მთავარია, რამენაირად ზეწოლა მოახდინონ ბატონ ივანიშვილზე, ამისთვის არც არაფერს არ ერიდებიან და უკადრის უკადრისზე კადრულობენ, ერთი კი არის, რომ მას ვერანაირად ვერაფერს ვერ აკლებენ“. - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.