ავარია ბათუმი-გონიოს გზაზე - ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა
1752596461
უცხოეთიდან სამხრეთ კავკასიურ საგარეო-პოლიტიკურ სათამაშო დაფაზე, იდიოტური, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ავანტურისტულზე უფრო მზაკვრული გეგმის ჯერ მსუბუქად შეთავაზება ვიხილეთ ამ დღეებში, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.
როგორც ის აღნიშნავს, კაია კალასის განცხადება, რომელიც სომხეთს შავ ზღვაზე გასასვლელ ქვეყნად ხედავს, ბევრმა მის გეოგრაფიულ უვიცობად მიიჩნია, მაგრამ, ევროკომისარი ფიქრობს, რომ შავი ზღვის რეგიონის კავკასიურ ნაწილში აუცილებლად უნდა გაჩნდეს არეულობის ახალი კერა, რაც რუსეთისგან მომავალ საფრთხეს ბალტიისპირეთის ქვეყნებს ააცილებს.
ნიკოლეიშვილის თქმით, რაც შეეხება უვიზო რეჟიმის საქართველოსთვის გაუქმებას, ეს ცუდი გათვლაა, ვინაიდან ამით ხალხი ხელისუფლების დასამხობად ქუჩაში არ გამოვა, რის მიზეზადაც საქართველოში დასავლეთის გავლენის შემცირებას ასახელებს, სწორედ კაია კალასის მსგავსი ბიუროკრატების გამო.
„უცხოეთიდან სამხრეთ კავკასიურ საგარეო-პოლიტიკურ სათამაშო დაფაზე, იდიოტური, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ავანტურისტულზე უფრო მზაკვრული გეგმის ჯერ ისე რა, მსუბუქად შეთავაზება ვიხილეთ ამ დღეებში.
1. რუსეთის წინააღმდეგ „შეუპოვარი მებრძოლის“, სანქციების ინიციატორის, ამავდროულად კი რუსეთის ბიზნეს და სავაჭრო პარტნიორის მეუღლის, ევროკომისარ კაია კალასის განცხადება ვიხილეთ, რომ ის, თურმე სომხეთს შავ ზღვაზე გასავლელ ქვეყანად ხედავს. ბევრმა, ქალბატონი კალსის ეს უტიფრობა, მის გეოგრაფიულ უვიცობად და სიბრიყვედ მიიჩნია. ნეტავ, ასე იყოს, მაგრამ არა, კაია კალასი ფიქრობს, რომ შავი ზღვის რეგიონის კავკასიურ ნაწილში აუცილებლად უნდა გაჩნდეს დესტაბილიზაციისა და არეულობის ახალი კერა, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთისგან მომავალ საფრთხესა და სიმძმის ცენტრს სხვაგან გადაატანინებს.
2. კაია კალასი, რომ საქართველოს მიმართ, მტრული დამკიდებულებით გამოირჩევა ეს ცნობილი ფაქტია: დაუშვათ მოსამართლეების დსანქცირებას აპირებენ ( ან ამის უფლება ვინ მისცა!), რისთვის, თავიანთ ქვეყანაში სამართლის აღსრულებისათვის?
3. რაც შეეხება უვიზო რეჟიმის შეწყვეტას, ეს კი პირდაპირი მუქარა და შანტაჟია საქართველოს მოქალაქეების მიმართ, კალასი ფიქრობს, ამით ხალხი აღშფოთდება, ქუჩაში გამოვა და ხელისუფლებას დაამხობს. ცუდი გათვლა აქვს ქალბატონ კალასს, ხალხი უკვე აღშფოთებულია ევრობიუროკრატებზე, რაც იმას ნიშნავს ასეთი ევროკავშირი არავის სჭირდება! არავინ ისე არ დახმარებია დასავლეთის გავლენის შემცირებას საქართველოში, ვიდრე თავად დასავლეთი, ევროკავშირის კალასისმაგვარი ბიუროკრატების ხელით.
4. აზერბაიჯანი და სომხეთი, ერთმანეთში შეძლებისდაგვარად შუამავლების გარეშე ლაგდებიან, რისი მაგალითიც კი შეიძლება ზანგენზურის დერეფანიც გახდეს. ამ დროს კი ამერიკის შეერთებული შტატები, თავისი ერთ-ერთი ელჩის პირით ინიციატივას და მზადყოფნას აჟღერებს, რომლის თანახმადაც, ამ ქვეყნებს რეალურად ზანგეზურის დერეფნზე, მარტივად რომ ვთქვათ. თავის (აშშ-ს) უფროსობას სთავზობს. არ ვიცი, რის ფასად და რატომ შეიძლება ამ ინიციატივას სომხეთი ან აზრბაიჯანი დათანხმდნენ, მგონი, ორივე კარგად ხვდება, რომ საგარეო პოლიტიკაში ზედმეტად ტკბილი ფოჩიანი კამფატების დრო დამთავრდა. ზედმეტად ტკბილის მიღებას შაქრიანი დიაბეტი მოსდევს, საერთაშორისო ურთიერთობაში კი ამას, სავარუდოდ, განუკურნებელი შედგები ექნება როგორც სოხეთისათვის, ისე აზერბაიჯანისათვის, რაც მათ სუვერენიტეტსა და დამუკიდებლობაზე უსათუოდ აისახება“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.