1734978582
ლევან ნიკოლეიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა დაამყარა ყოველგვარი რეკორდი, თუკი რამ არსებობს, გარდა იმისა, რომ მისი რეიტინგი ნულს ქვემოთაა დაცემული, მისი ყოველდღიური საქციელი, განცხადება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს
სალომე ზურაბიშვილმა დაამყარა ყოველგვარი რეკორდი, თუკი რამ არსებობს! გარდა იმისა, რომ მისი რეიტინგი ნულს ქვემოთაა დაცემული, მისი ყოველდღიური საქციელი, განცხადება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.
„სალომე ზურაბიშვილისგან ადამიანი ყველაფერს უნდა ელოდეს. მე ძნელად თუ მახსენდება ქართულ პოლიტიკაში მსგავსი - ვიცით, ხელმოცარული ადამიანები, ნეგატიური პოლიტიკოსები, რომლებსაც ქვეყნის ბედი არაფრად ანაღვლებთ, მათთვის დაფინანსებაა მთავარი, ან უცხოეთიდან მიღებული დავალებები, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა დაამყარა ყოველგვარი რეკორდი, თუკი რამ არსებობს! გარდა იმისა, რომ მისი რეიტინგი ნულს ქვემოთაა დაცემული, მისი ყოველდღიური საქციელი, განცხადება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
გუშინ აპირებდა აქციაზე გამოსვლას, მაგრამ მანამდე ჩაიდინა რაღაც გაუგონარი რამ, თითქოს სასაცილოც, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან ისეთი საქციელით გამოირჩა - სადღაც, ბავშვებისთვის მოწყობილ სცენაზე ახტა, მერე იღიმებოდა იქედნურად, ხელებს აქნევდა, არ ვიცი, რა ჰქვია ამ ქალბატონის საქციელს! მართლაც წარმოუდგენელია, რაღაც ისეთი კვალიფიკაცია, შეფასება მისცე, რომ ადეკვატურობასთან ცოტა ახლოს იყოს. ვინაიდან, ეს ქალი ერთი, თავი თავს არ ეკუთვნის, გასაგებია, იგი გარკვეულ დავალებებს იღებს უცხოეთიდან, თავიანთი პატრონებიდან, მაგრამ თვითონაც არ აკლებს იმას, რომ თავისი გიჟობები განავითაროს პოლიტიკაში“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულის შემდეგ საზოგადოებამ მისი რუსთაველის გამზირზე გამოსვლა იხილა, რომელიც იმდენად სამარცხვინო იყო, რომ „მიკროფონებმაც უმტყუნა“.
ნიკოლეიშვილის განმარტებით, ზურაბიშვილს წარმოდგენა არ აქვს იმ პროცედურებზე, როდესაც იგი არჩევნების დანიშვნაზე საუბრობს.