ლევან ნიკოლეიშვილი რადიკალების მოწოდებაზე: ეს არის ყველაზე ბინძური, პოპულისტური განცხადება თუ კი ვინმეს შეიძლება მოსვლოდა თავში. ჯარი არასოდეს პოლიტიკაში არ ჩაერევა

ლევან ნიკოლეიშვილი

ეს არის ყველაზე ბინძური, პოპულისტური განცხადება თუ კი ვინმეს შეიძლება მოსვლოდა თავში. ჯარი არასოდეს პოლიტიკაში არ ჩაერევა, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციის მოწოდებას, რომ ინაუგურაციის დღეს ჯარი გაემიჯნოს მიხეილ ყაველაშვილს.

მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ რადიკალები არ იცნობენ ქართულ ჯარს და წარმოდგენა არ აქვთ თუ რას ემსახურებიან თავდაცვის ძალები.

„თავდაცვის ძალების ამოცანა არის ტერიტორიული მთლიანობისადმი და დამოკიდებლობისათვის ბრძოლა თუ კი ასეთი საჭიროება იქნება. მაგრამ როგორც წესი მშვიდობიან პერიოდში, ის დგას თავდაცვისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე. ოდნავ წარმოდგენა მაინც თუ აქვს ადამიანს, თუ როგორი სტრუქტურა არის, როგორი სპეციფიკაა და როგორ არის ეს ჯარი გაწვრთნილი, პირველ რიგში უნდა იცოდეს, რომ ეს არის ყველაზე აპოლიტიკური ინსტიტუცია თუ კი რამე არსებობს საქართველოში და ადამიანები, რომლებიც იქ მსახურობენ პირველ რიგში, გამოირჩევიან თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმის გარდა, პატრიოტიზმით და ყველაზე ღირსეული ადამიანები არიან. ისინი მოწოდებული არიან ქვეყნის დასაცავად. მათი ჩათრევის მცდელობა, პოლიტიკური დისკურსში იქნება თუ ნებისმიერ საქმიანობაში, ეს არის ყველაზე ბინძური გამოვლინება“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა. 

 

   -0:13