სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1706555509
ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნება უკვე იმის ინდიკატორია, რომ ნელ-ნელა ველოდებით ჯერ არჩევნების შედეგების აღიარებებს, მერე კი უფრო გაბედულები მოლოცვასაც გაბედავენ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ეუთო/ოდირი ადასტურებს, რომ საქართველოში არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, რაც სერიოზული დარტყმაა ოპოზიციისა და მათი პატრონებისთვის, ვინაიდან, რევოლუციური სცენარი ჩავარდა.
„ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნება უკვე იმის ინდიკატორია, რომ ნელ-ნელა ველოდებით ჯერ არჩევნების შედეგების აღიარებებს, მერე კი უფრო გაბედულები მოლოცვასაც გაბედავენ. ეუთო/ოდირი ადასტურებს, რომ საქართველოში არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, რაც შეეხება ხარვეზებს თუ რეკომენდაციებს, არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი და ახალი ხელისუფლება მისი გამოსწორების მზადყოფნას გამოთქვამს. ეს არის რეალურად სერიოზული დარტყმა არა მარტო ოპოზიციისთვის, არამედ, მათი უცხოელი პატრონებისთვისაც. რევოლუციური სცენარი ჩავარდა, საქართველომ ისევ გაიმარჯვა.” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.