პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ნიკოლეიშვილი „დღის ქრონიკაში“ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
ნიკოლეიშვილის აზრით, ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მისცა, კარგს არაფერს მოუტანს არც უკრაინას და არც რუსეთს.
„გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა ტექნიკურად შესაძლებელია ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. ეს არ არის რთული, მაგრამ რამდენად ხელსაყრელია დღევანდელ სიტუაციაში ამის გაკეთება, ეს მეორე საკითხია. ძალიან სამწუხაროა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია წასვლამდე მაინც ცდილობს, რომ სიტუაცია უფრო და უფრო გააფუჭოს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე. გაფუჭებაში იმას ვგულისხმობ, რომ მოგეხსენებათ, არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან მტკიცედ განაცხადა მზაობის შესახებ, რომ მას სურს, მშვიდობა დამყარდეს ფრონტის ხაზზე და შესაძლო მოლაპარაკებები დაიწყოს.
როდესაც ტრამპი ამ მზაობას გამოთქვამს და მას როგორც ვიცი, ჰქონდა გარკვეული კომუნიკაცია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან, ამ დროს საომარი სიტუაციის უფრო და უფრო დაძაბვა ხელშემწყობი არ იქნება შემდგომში სამშვიდობო პროცესის დასაწყებად და პირიქით, შეიძლება გაუარესებისკენაც წავიდეს. როგორც ჩანს, დღევანდელ ადმინისტრაციას ამის სურვილი აქვს და მათ არ უნდათ ომის დასრულება, ან იმ ძალებს, რომლებიც უფრო ჩართულები არიან ამ ომის განხორციელებაში, რასაც ვხედავთ უკრაინაში, რაც ძალიან ცუდია. როგორ ფიქრობთ, თუ უკრაინა მკვეთრ დარტყმებს განახორციელებს რუსეთის მისამართით, რუსეთიც არ აკლებს ვიცით, ამას კარგი რა შეიძლება მოჰყვეს?! უფრო და უფრო გაიზრდება მსხვერპლი და პუტინიც შეიძლება ცოტა გაჯიქდეს მოლაპარაკებების დროს. უფრო მეტიც, შესაძლოა განსაკუთრებული პირობებიც დააყენოს“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.