ისრაელი მთელ მსოფლიოში დიპლომატიურ მისიებს ხურავს
1749820614
ხშირ შემთხვევაში დიპლომატები რატომღაც ფიქრობენ, რომ აქვთ უფლება ჩაერიონ სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში და მხარი დაუჭირონ რადიკალებს იმისთვის, რომ აქ [საქართველოში] შეიქმნას რევოლუციური ფონი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა ბრიტანეთის საელჩოს გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით.
„არაერთხელ გაჟღერდა, რომ ვენის კონვენციას არღვევენ დიპლომატები საქართველოში. ეს [განცხადება] პირველი შემთხვევა არ არის. ხშირ შემთხვევაში დიპლომატები რატომღაც ფიქრობენ, რომ აქვთ უფლება ჩაერიონ სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში და მხარი დაუჭირონ რადიკალებს იმისთვის, რომ აქ [საქართველოში] შეიქმნას რევოლუციური ფონი, არეულობის სურათი რომ ხელისუფლება შეიცვალოს. ხელისუფლების შეცვლისთვის არსებობს ერთადერთი გზა, ეს არის არჩევნები. ჩვენ უკვე გამოვიარეთ რამდენჯერმე რევოლუციური გზები და მადლობა ღმერთს, მხოლოდ არჩევნებით არის შესაძლებელი დღესდღეობით ხელისუფლების ცვლილება. ამისთვის პოლიტიკური პარტიები შესაბამისად უნდა მოემზადონ“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
ბრიტანეთის საელჩოს განცხადების თანახმად, მათ უწევთ მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რადგან საქართველოს მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული.