ლევან ნიკოლეიშვილი: არ უნდა მოვდუნდეთ არავითარ შემთხვევაში. ომის საფრთხე არ გამქრალა, მეორე ფრონტში ჩართვის საფრთხე ჯერ კიდევ არ გამქრალა, ისევ და ისევ არის ყოველდღიურად ეს საფრთხეები

ლევან ნიკოლეიშვილი

ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ არავითარ შემთხვევაში, ომის საფრთხე არ გამქრალა, მეორე ფრონტში ჩართვის საფრთხე ჯერ კიდევ არ გამქრალა, ისევ და ისევ არის ყოველდღიურად ეს საფრთხეები, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, უნდა ვიყოთ ყურადღებით და განვახორციელოთ ის პოლიტიკა, ის პრინციპულობა, რაც შეესაბამება ჩვენს სუვერენიტეტს, რაც შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და სახელმწიფოებრივ მიდგომებს.

„საფრთხე მაინც არ არის განელებული, ვინაიდან ომი შეიძლება არ დასრულდეს, ომი შეიძლება კვლავ გაგრძელდეს. გაგრძელების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ის ქვეყნები და განსაკუთრებით, ჩვენ ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ, ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები შეეცდებიან სიმძიმის ცენტრი რუსეთის შესაძლო აგრესიიდან გადმოიტანონ ისევ და ისევ საქართველოში. საქართველო არ არის მათი მეგობარი ქვეყანა. საქართველო მათთვის არის ის ქვეყანა, რომელიც მათ არ დაემორჩილა და არ გაატარა ის პოლიტიკა, რაც მათთვის სასურველი იყო.

ამიტომ ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ არავითარ შემთხვევაში. ომის საფრთხე არ გამქრალა, მეორე ფრონტში ჩართვის საფრთხე ჯერ კიდევ არ გამქრალა, ისევ და ისევ არის ყოველდღიურად ეს საფრთხეები. აქედან გამომდინარე, უნდა ვიყოთ ყურადღებით და განვახორციელოთ ის პოლიტიკა, ის პრინციპულობა, რაც შეესაბამება ჩვენს სუვერენიტეტს, რაც შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და სახელმწიფოებრივ მიდგომებს.

ეს არის, ერთი მხრივ, შეიძლება ითქვას ხელისუფლებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაც და მოსაზრებაც. მეორე მხრივ, ჩვენ გვყავს ერთგვარი აგენტურა, უსამშობლოების ნაწილი, რომლებიც ნებისმიერ ფასად შეეცდებიან თავიანთი პატრონების ნება-სურვილი განახორციელონ.

კიდევ ერთხელ, მათ ეს არ გამოუვათ ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე, ეს არ არის ის, რასაც ქართველი ხალხის უმრავლესობა ითხოვს“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.