ლევან ნიკოლეიშვილი: ახლა სიტუაცია არის ისეთი, რომ ყველა ფიქრობს ომის დასრულებას. ფიქრობენ ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. ერთ-ერთი ის ენერგობერკეტები, რომელიც რუსეთს გააჩნია

ლევან ნიკოლეიშვილი

ახლა სიტუაცია არის ისეთი, რომ ყველა ფიქრობს ომის დასრულებას. ფიქრობენ ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. ერთ-ერთი ის ენერგობერკეტები, რომელიც რუსეთს გააჩნია და ეს ორმხრივი ბერკეტია. ერთი, რომ მას შეუძლია უბრალოდ შეწყვიტოს გაზის მიწოდება ევროპულ ქვეყნებზე და მეორე ბერკეტია, რომ არ შეწყვიტოს, მაგრამ დაუწესოს ისეთი ფასი, რომელიც რაღაც ძალიან საშინელი და ძნელი გადასახდელი იქნება ევროპისთვის, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა.

„ყველა ცდილობს, რომ დიდად არ გააღიზიანოს რუსეთი, მით უმეტეს, ხედავენ, რომ ომი დასასრულისკენ მიდის. საბოლოო ჯამში ამ ომის შედეგად ვინ იქნება გამარჯვებული, ეს უკვე ცალკე საკითხია. ამ ომმა მოიტანა ის დიდი საშინელება, რის წინაშეც ახლა ევროპა დგას.

არ დაგვავიწყდეს, რომ ტრამპის დამოკიდებულება ნატოს მისამართით ცოტა არაერთგვაროვანი იყო მისი პირველი პრეზიდენტობის დროს და დარწმუნებული ვარ, რომ არც ახალა იქნება შერბილებული პოლიტიკის მატარებელი. შეერთებული შტატები არის ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე დიდ წილს იხდის ფინანსურად თუ ვიანგარიშებთ ნატოში გადასახადების მხრივ, დანარჩენები ნაკლებად. უბრალოდ იყენებენ მთლიანად ნატოს ფარს თავის დასაცავად.

ბალტიისპირეთის ქვეყნებს სამხედრო პოტენციალი არ გააჩნიათ და არაფერსაც არ წარმოადგენენ ისინი ნატოში, უბრალოდ თავიდან ბოლომდე დამოკიდებულები არიან ამერიკელებზე. იმის შიშთ, რომ რუსეთთან მათ რამე გართულება არ ჰქონდეთ, ყოველთვის ფიქრობენ რამენაირად იქნებ გადატანილი იყოს ყურადღება სხვა ქვეყნებზე, მაგალითად საქართველოზე და ვიცით მათი ყოვლად ამორალური, ყოვლად მიუღებელი და მიკერძოებული განცხადებები საქართველოსთან მიმართებით“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილი.