ლევან მახაშვილი: თუ ევროკავშირი იქნება მზად, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საქართველოსთან გასხნას გაწევრიანების მოლაპარაკებები, ჩვენ რა თქმა უნდა ამისთვის მზად ვიქნებით

ლევან მახაშვილი

თუ ევროკავშირი იქნება მზად, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საქართველოსთან გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები, ჩვენ რა თქმა უნდა ამისთვის მზად ვიქნებით, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა.

„ამის პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვეულებრივ საქმიანობას რეალური ფუნდამენტის შექმნისთვის იმისთვის, რომ 2030 წლამდე ჩვენ მოვახდინოთ საქართველოს ინსტიტუციური, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის სრული ევროპეიზაცია, რომ 2030 წლისთვის ჩვენ ვიყოთ სრულად მზად ევროკავშირში წევრობისთვის“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება.