საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403
ვისურვებდი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უპირველეს ყოვლისა, იყვნენ კანონისა და კონსტიტუციის კარგი მცოდნე, - ამგვარად გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მახაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადებას, რომ პრეზიდენტის მოწვევის გარეშე პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გაეხვევა ხოლმე სკანდალში. მათ საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში და ამით ცდილობენ მღელვარების გამოწვევას. ვისურვებდი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უპირველეს ყოვლისა, იყვნენ კანონისა და კონსტიტუციის კარგი მცოდნე. სხვა შემთხვევაში დადგება ხოლმე ასეთი სიტუაციები, როგორიც დადგა“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.