ლევან მახაშვილი: რაც უფრო გართულდა ვითარება უკრაინის ომის თეატრში, მით უფრო გაიზარდა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ უფრო მეტი გაეკეთებინათ რუსეთისთვის დისკომფორტის შესაქმნელად

ლევან მახაშვილი

რაც უფრო გართულდა ვითარება უკრაინის ომის თეატრში, მით უფრო გაიზარდა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ გაეკეთებინა უფრო მეტი რუსეთისთვის დისკომფორტის შესაქმნელად, - განაცხადა მედიასთან პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა.

„ვიღაცისთვის ეს რუსეთისთვის დისკომფორტია, ჩვენთვის კი პირდაპირ ქვეყნის ჩამონგრევა იქნებოდა. ამიტომ, ჩვენ ამ საფრთხეებს ვიაზრებთ და მაქსიმალურად ფრთხილად ვდგამთ ნაბიჯებს“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. მათ შორის ევროკავშირი ითხოვს გაუქმდეს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.