სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს, დაკავებულია ერთი პირი
1762522195
ეს წერილი ემსახურება მიზანს, რომ კვლავ ცრუ ბრალდებებით მოახდინონ საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია და ხელი შეუშალონ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების გადატვირთვას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, რამდენიმე ამერიკელი კონგრესმენისა და სენატორის წერილთან დაკავშირებით, რომლითაც მათ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიმართეს და რომელშიც ისინი ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი პერსონალი, რომლებიც „ქართველი ოფიციალური პირების უსამართლო სამიზნეები არიან“.
ლევან მახაშვილის თქმით, ამ წერილის ერთადერთი მიზანია საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის ხელის შეშლა.
„საქართველოში ყველა არის თავისუფალი აკეთოს თავისი საქმე თუმცა ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და კანონის შესაბამისი. როდესაც ხდება კანონის გვერდის ავლით გარკვეული ქმედებების გატარება, რა თქმა უნდა უწყებებს ექნებათ შესაბამისი რეაგირება. სხვა მხრივ, ეს წერილი ემსახურება მიზანს, რომ კვლავ ცრუ ბრალდებებით მოახდინონ საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია, ეს ერთი და მეორე, ხელი შეუშალონ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების გადატვირთვას. სხვა არანაირი მიზანი და შედეგი ამ წერილს არ შეიძლება, რომ ჰქონდეს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენის ტყუილზე დაფუძნებული წერილი - რა თქვა რეალურად სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ და როგორ შეცვალეს ინტერვიუს შინაარსი დეზინფორმაციის გასავრცელებლად ჯინ შაჰინმა და მისმა რამდენიმე კოლეგამ. ამერიკელი კანონმდებლების წერილს საფუძვლად დაედო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ თითქოს მან აშშ-ის მთავრობა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა საგარეო სამსახურის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდით.