ტემპერატურის კლება, წვიმა და თოვლი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლომდე
1794855802
ქვეყნები როდესაც ხედავენ, რომ უცხოური ჩარევის წინაშე დგანან, ნორმალურ და ლოგიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ, კანონმდებლობას ამკაცრებენ ან სხვადასხვა ფორმით არეგულირებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თავის დროზე სწორედ ეს გააკეთა საქართველომ.
„საქართველოს ხელისუფლებამ როდესაც პრობლემები დაინახა, რომლებიც მანამდე ისეთი ფორმით არ იყო გამოხატული, სადაც შეიძლებოდა, ყოფილიყო სამართლებრივი რეგულირება, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო. თუმცა შემდგომი რეაქციები და ევროპული სახელმწიფოების დღევანდელი გადაწყვეტილებები მიუთითებს, რომ მაშინ იყო ხელოვნურად ორკესტრირებული, ორგანიზებული და წარმართული პროცესი, რომლის მიზანი საქართველოს რეპუტაციის დაზიანება იყო. ის კი არა, რომ პრობლემა არ არსებობდა ან ხელისუფლებას არ ჰქონდა უფლება, ამ პრობლემის მოგვარებაზე ეზრუნა, უბრალოდ საქართველოს რეპუტაცია დაეზიანებინათ. დღევანდელი გადმოსახედიდან, იმის ფონზე, რომ ბოლო პერიოდში რომელმა ქვეყნებმაც მიიღეს გადაწყვეტილებები, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქართული „გამჭვირვალობის კანონი“ სწორედ ევროპულ კანონთან ასოცირდება. დრო გადის და საზოგადოებისთვის, ვისაც შეიძლება, რაიმე კითხვა ჰქონოდა, გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ერთადერთი სწორი და ლოგიკური იყო“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სლოვენიის პარლამენტში დაჩქარებული წესით შეიტანეს კანონპროექტი, რომლითაც უცხოეთიდან დაფინანსებულ, მათ შორის, ევროკომისიის გრანტების მიმღებ ორგანიზაციებს საარჩევნო კამპანიის ორგანიზება აეკრძალებათ.