ლევან მახაშვილი: ოპოზიციის მცდელობაა, მოქალაქეებს ემოციები 4 ოქტომბრამდე მიატანინონ, დღეს მათი განცხადებების უკან არაფერი დგას, რევოლუციის, თუ დამხობის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი იქნება

ლევან მახაშვილი

პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე სერიოზული პოზიციის დაფიქსირება ძნელია. ყოველ დღე მსგავსი სახის განცხადებებით გვანებივრებს. 4 ოქტომბერს განსაკუთრებული არაფერი მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, ოპოზიციის სურვილია ამომრჩევლის მობილიზება და არჩევნების დღის კულმინაციურ დღედ ქცევა, თუმცა რაიმეს კულმინაცია თუ იქნება, ეს არის საარჩევნო პროცესის კულმინაცია, როცა მოსახლეობა თავის აზრს გამოხატავს.

„სხვა არაფერი მოხდება. რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა, მოქალაქეებს ემოციები რაღაცნაირად 4 ოქტომბრამდე მიატანინონ. სახელმწიფო ყველანაირი სცენარისთვის მზად იქნება და ყველა სცენარს ეფექტიანად უპასუხებს. დღეს მათი განცხადებების უკან არაფერი დგას, რაც შეიძლება, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი იყოს. რევოლუციის, თუ დამხობის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი იქნება. მათ აქვთ უფლება მყვირალა განცხადებები გააკეთონ, მაგრამ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას თუ დაიწყებენ, სამართლიანი რეაგირება მოჰყვება“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.