პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების საქმეზე ვიდეოჩანაწერს ავრცელებს
1788505719
ოპოზიციაში ისევ იწილო-ბიწილო მიმდინარეობს, ერთსა და იმავე წრეზე დადიან. საკუთარი შინაგანი სამყარო ამოალაგეს, გამოამზეურეს და საზოგადოებას აჩვენებენ, რომ ამ სიძულვილით და ღვარძლით სავსე არიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მახაშვილის თქმით, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდნენ და როგორც იქცეოდნენ, დღეს ამას პიროვნულ დაპირისპირებებში ავლენენ.
„ახალი არაფერი ხდება. ეს ყველაფერი კარგია სახელმწიფოსთვის, რადგან ეს ადამიანები რაც უფრო მალე გაიწევიან პოლიტიკური სივრციდან, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და დემოკრატიისთვის. განსაკუთრებული სიგიჟე უნდა თქვან, რაღაც უნდა „დააბრეხვონ“, თითქოს სააკაშვილის პრემიერობა შესაძლებელია. სააკაშვილისგან საზოგადოება რასაც ელოდება, გაცნობიერებაა იმ დანაშაულების, რომელიც მან და მისმა სისტემამ ჩაიდინეს ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ. დანარჩენი, დედამიწაზე დაეშვან და შეხედონ, რა არიან, რა უკეთებიათ“, – განაცხადა მახაშვილმა.