ლევან მახაშვილი: კახისთან დაკავშირებით არის სრული ერთსულოვნება გუნდში. იგი არის უალტერნატივო კანდიდატი

ლევან მახაშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის შეფასებით კახა კალაძე, როგორ მერობის კანდიდატი უალტერნატივოა.

მისი თქმით, გუნდში კახა კალაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით სრული ერთსულოვნებაა.

„ვხედავთ ორ წუთიან, თითიდან გამოწოვილ სპეკულაციებს მერობის კანდიდატთან დაკავშირებით. მათ შორის ჩემი სიტყვების შეგნებულად დამახინჯების გზით. სინამდვილეში ბატონ კახისთან დაკავშირებით არის სრული ერთსულოვნება გუნდში. იგი არის უალტერნატივო კანდიდატი. რეალურადაც, მას პოლიტიკურ სივრცეში არ ჰყავს რეალური პოლიტიკური ოპონენტი. სწორედაც, წლების განმავლობაში, მის მიერ გაკეთებული ძალიან ბევრი მაგარი საქმის და მოსახლეობისადმი ერთგულების გამო. ამიტომ ყველას მოვუწოდებ და ჩვენც მოუთმენლად ველოდებით პოლიტიკური საბჭოს შეხვედრას და მის გადაწყვეტილებას სადაც იგი უკვე ამჯერად ფორმალურადაც იქნება წარდგენილი ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.