ლევან მახაშვილი: ილჰამ ალიევის განცხადებით წერტილი დაესვა შუა დერეფნის თაობაზე მანიპულაციურ განცხადებებს, რომლებიც ორიენტირებული იყო რეგიონიდან საქართველოს ხელოვნურად გაწევაზე

ლევან მახაშვილი

შუა დერეფნის თაობაზე ბევრი მანიპულაციური განცხადება მოვისმინეთ, მაგრამ ფაქტი სრულიად სხვაა. 2021 წლიდან რეგიონში ტვირთბრუნვა შვიდჯერ არის გაზრდილი. კონკრეტული სტატისტიკა და მონაცემები ყველაფერზე მეტყველებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მახაშვილის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადება მნიშვნელოვანია, რადგან მნიშვნელოვანი გამანაწილებელი სახელმწიფოა ამ დერეფანში და მისი პოზიციები კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით წერტილი დაესვა ყველა მანიპულაციას, რომელიც ორიენტირებული იყო რეგიონიდან საქართველოს ხელოვნურად გაწევაზე. ნებისმიერი განცხადება ერთია, მაგრამ ადგილზე სხვა ვითარებაა. საქართველოს გვერდით გაწევა ვინც არ უნდა სცადოს, გეოგრაფიას თუ გეოპოლიტიკას ვერავინ გადაახტება და უგულვებელყოფს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.