„ენერგო-პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს
1753197681
ევროკავშირის მხრიდან საკითხების გამოყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის ხდება, სინამდვილეში, უვიზო რეჟიმის გამართულ მუშაობასთან კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონებს ევროკავშირის უსაფრთხოებასთან კავშირი არ აქვს.
„უცხოეთის მხრიდან წინასაარჩევნოდ ველოდებით სიტუაციის გაცხელებას და მცდელობას, რაღაცნაირად ოპოზიცია გააძლიერონ. რეალურად, განსაკუთრებული არაფერი ხდება. ვიზასთან დაკავშირებული პროცესი ყოველთვის სამუშაო იყო, საქართველო ევროკომისიასთან აქტიურად თანამშრომლობდა – ხან ხუთი რეკომენდაცია იყო და ხან თხუთმეტი, მაგრამ საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს აკეთებდა, სადაც და როგორც შეეძლო, რათა ამ სისტემას გამართულად ემუშავა, თან საქართველოს ეროვნული ინტერესები დაცული ყოფილიყო. საქართველომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში არაერთი ნაბიჯი გადადგა და არაერთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ეხება მიგრაციის უკანონო მართვას, თავშესაფრის პოლიტიკას, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლას. ევროკომისიასთან ამ მიმართულებით მომავალშიც ვითანამშრომლებთ. საბოლოო ჯამში, ორ-სამ კანონამდე დავიდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამ საკითხების გამოყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის ხდება. სინამდვილეში, ამ კანონებს უვიზო რეჟიმის გამართულ მუშაობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს იგივეა, რომ მანქანა ტექდათვალიერებაზე მიიყვანო, მანქანამ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილოს და შემმოწმებელი მოგედავოს, რატომ გყავს ლურჯი მანქანა, წითელი უნდა გყავდესო. ეს მაშინ, როცა თავად ევროკავშირში ლურჯი მანქანებიც ჰყავთ, წითელიც. ამ კანონებს ამ სისტემის ფუნქციონირებასთან და ევროკავშირის უსაფრთხოებასთან კავშირი არ აქვს, უბრალოდ, ამ საკითხებით მანიპულაცია ხდება“, – განაცხადა მახაშვილმა.
„ენერგო-პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს
1753197681