ლევან მაჭავარიანი: შეიძლება ისიც კი ივარაუდო, რომ ხელოვნურად არ სურს ევროკავშირს გაფართოება, ვინაიდან არ წარმომიდგენია რომელი კანდიდატი ქვეყანა იქნება, ვისაც სურვილი აქვს, რომ ვეტო-ს უფლება არ ჰქონდეს და ამავდროულად სურვილი ექნება, რომ აშშ-თან აიკრძალოს ურთიერთობა

ლევან მაჭავარიანი

 შეიძლება ისიც კი ივარაუდო, რომ ხელოვნურად არ სურთ [ევროკავშირს] გაფართოება, ვინაიდან არ წარმომიდგენია რომელი კანდიდატი ქვეყანა იქნება, ვისაც სურვილი აქვს, რომ ვეტო-ს უფლება არ ჰქონდეს, ამავდროულად სურვილი ექნება, რომ აშშ-თან აიკრძალოს ურთიერთობა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმას წარადგენს, რომლის მიზანიც ცალკეული წევრი ქვეყნების მიერ ეროვნული ვეტოს გამოყენების უფლების გვერდის ავლით პროცესების დაჩქარებაა.

„უსამართლოა [ევროკომისიის გადაწყვეტილება] და ეს არ არის თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული. ვინც არის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი - ქალბატონი მარტა კოსის ბოლოდროინდელი განცხადებაა, რომ კანდიდატ წევრებს უნდა აეკრძალოთ აშშ-თან ურთიერთობა. შეიძლება ისიც კი ივარაუდო, რომ ხელოვნურად არ სურთ [ევროკავშირს] გაფართოება, ვინაიდან არ წარმომიდგენია რომელი კანდიდატი ქვეყანა იქნება, ვისაც სურვილი აქვს, რომ ვეტო-ს უფლება არ ჰქონდეს და ამავდროულად სურვილი ექნება, რომ აშშ-თან აიკრძალოს ურთიერთობა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

Rapporteur-ის ინფორმაციით, ევროკომისია გადაწყვეტილების მიღების რეფორმას გეგმავს, რათა წევრი ქვეყნების ვეტოს უფლებას გვერდი აუაროს.

✕