1734811100
ლევან მაჭავარიანი პრემიერის 28 ნოემბრის განცხადებაზე: როდესაც დარწმუნდნენ ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ევროკავშირში, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, თემამ უკვე მარტივად გადაიარა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადებას და აღნიშნა, რომ მაშინდელი განცხადება ევროკავშირთან დაკავშირებით პრევენციული იყო.
„ეს იყო პრევენციული განცხადება იქიდან გამომდინარე, შანტაჟის მექანიზმი გამოვაცალეთ როგორიც ჰქონდათ კანდიდატის სტატუსის დროს. გაცილებით უხეში განცხადებები გაკეთდებოდა 16 რიცხვშიც და ველოდით, რომ შეიძლება ყოფილიყო რაღაც ფრაზები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, და ა.შ., როდესაც დარწმუნდნენ ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ევროკავშირში, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და მათ კონტროლს ქვეშ არსებული რადიკალური ოპოზიცია არის აბსოლუტურად ყველანაირი რესურსის გარეშე დარჩენილი, თემამ უკვე მარტივად გადაიარა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.