„იქროლებს ძლიერი ქარი...“ - ამინდის განახლებული პროგნოზი რეგიონების მიხედვით
1762269213
დიდი იმედი, მოლოდინი გვაქვს, რომ 2030 წელი როცა მოვა, ევროკავშირის გაფართოების წელი, იმ დროისთვის იქ ვითარება რადიკალურად იქნება შეცვლილი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა მოლოდინი აქვს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით.
„დარწმუნებული ვართ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ამ ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს და საღი აზრი გაიმარჯვებს და დაუბრუნდება იმ ღირებულებებს, რის გამოც ევროკავშირში მივისწრაფვით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ დღეს ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდება.