დავით აღმაშენებლის გამზირი - რა იმალება თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ქუჩის მიღმა
1746119323
მიუხედავად შიდა და გარე აქტორების მცდელობებისა, საქართველოს ვერავინ ჩაითრევს საბრძოლო მოქმედებებში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ევროპული სამეზობლოს საბჭოს მრჩელის გზავნილებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არის ევროპის სანდო პარტნიორი, ევროპამ უნდა იმოქმედოს და საქართველო არის საბრძოლო ველი, ევროპას საქართველოში გამარჯვება სჭირდება.
„მიუხედავად შიდა და გარე აქტორების მცდელობებისა, საქართველოს ვერავინ ჩაითრევს საბრძოლო მოქმედებებში. მიუხედავად ამ მასშტაბური აქტივობისა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რაღაცნაირად გამოიწვიონ ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაცია, არაფერი გამოუვათ როგორც არ გამოუვიდათ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.