ლევან მაჭავარიანი კაია კალასის მიერ ესტონელი ოპონენტის მიმართ ცილისწამების აღიარებაზე: ვისაც, დაგაჯერეს, რომ თუ პოლიტიკოსი ევროპელია, ის არ იტყუება, დროა, კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გავრცელებულ ცნობას ეხმიანება, რომ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ესტონელი კონსერვატორების წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები საჯაროდ უარყო და პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ცილისწამება აღიარა.

„ვისაც, დაგაჯერეს, რომ თუ პოლიტიკოსი ევროპელია, ის არ იტყუება; უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, - წერს მაჭავარიანი.