1785875141
ლევან მაჭავარიანი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე: „ნაციონალურ მოძრაობას“ საპასუხოც არაფერი აქვთ იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი ხელის გულზე დევს. ცდილობენ, თავი აარიდონ პასუხებს
როდესაც რუსეთის „გაშავება“ არ იდგა დღის წესრიგში გარე ძალების მხრიდან, მაგ დროს მათ [„ნაციონალურ მოძრაობას“] ჩაშლილი ჰქონდათ სხვა მესიჯ ბოქსი, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ღია წერილს ეხმაურება.
„მათ [„ნაციონალურ მოძრაობას“] საპასუხოც არაფერი აქვთ იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი ხელის გულზე დევს. ცდილობენ, თავი აარიდონ პასუხებს. ძალიან ეწყინათ კოლექტიურ აგენტურას, ამ ყველაფრის შეხსენება. როდესაც რუსეთის „გაშავება“ არ იდგა დღის წესრიგში გარე ძალების მხრიდან, მაგ დროს მათ [„ნაციონალურ მოძრაობას“] ჩაშლილი ჰქონდათ სხვა მესიჯ ბოქსი. ისინი დამოუკიდებლად ვერ მოქმედებენ, ყველაფერი უნდა გააკეთონ გაიდლაინების მიხედვით“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ახალი სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია
1785873959










