„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" ვეძახით ოთხ პარტიას, ვინაიდან, ისინი იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან. გარე უფროსებმა გადაწყვიტეს უკვე წინა არჩევნებზე, რომ "ნაციონალურ მოძრაობაზე" ფსონს ვერ აკეთებენ,იმიტომ, რომ ვერ ჩამორეცხეს წარსული, შესაბამისად, ფსონი გააკეთეს "ახალზე", მაგრამ "ახალიც" ვერ შეასაღეს ჩვენს მოქალაქეებს,როგორც არა-ნაცები. შესაბამისად, წინა არჩევნების შემდეგ, დაიწყო პროცესი, რომელსაც ჰქვია "ნაციონალური მოძრაობის" რებრენდინგი, რისთვისაც გამოიყენეს "ლელო" და გახარიას პარტია, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში "არჩევანის პირისპირ" განაცხადა.
მაჭავარიანის განმარტებით, "ნაცმოძრაობა" და "ახალი" გარე პატრონებმა გვერდზე გასწიეს, რათა დარჩენილი ორი პარტია "ლელოს" და გახარიას პარტიის სახით, დამოუკიდებელ ძალად წარმოეჩინათ. მისი თქმით, გარე უფროსებმა გახარიას და ხაზარაძის პარტიების დივერსიფიცირებაც მოახდინეს და "ლელო" უფრო რადიკალურ ძალად ჩამოაყალიბეს, ხოლო "გახარია - საქართველოსთვის" - უფრო კონსტრუქციულ პარტიად.
"დედა-ნაციონალური მოძრაობის" ორი პარტია გასწიეს გვერდზე და დარჩენილი ორი დანაყოფი, თითქოსდა გამიჯნეს, რომ მოქალაქეების თვალში წარმოეჩინათ, რომ ისინი დამოუკიდებელ ძალას წარმოადგენენ. მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენზე რომ გაძლიერდა ზეწოლა და შეიცვალა ევრობიუროკრატების რიტორიკა, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველაფერში უკრაინას დავეხმარეთ, უბრალოდ, მეორე ფრონტი არ გავხსენით და მაგიტომ წამოვიდა ასეთი ზეწოლა ჩვენზე. ამის შემდეგ ეს ოთხი პარტია აბსოლუტურად ყველაფერს ერთად გეგმავდა, ყველა ნაბიჯს ერთად დგამდნენ, რევოლუციურ სცენარებში ერთად იღებდნენ მონაწილეობას და საზოგადოებას მინდა შევახსენო 2024 წლის 18 ნოემბრის წერილი მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, სადაც ოთხივე პარტიის ხელმოწერაა, ბრიუსელს რომ მიმართეს და ითხოვდნენ, იხვეწებოდნენ საქართველოს დასანქცირებას და მასთან ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტას. ამის შემდეგ, გარე უფროსების მხრიდან, ხდება მათი გამიჯვნის პროცესი და აქაც დივერსიფიცირებულად მოქმედებენ: "ლელო" ჩამოაყალიბეს უფრო რადიკალურ პარტიად, იქიდან გამომდინარე, რომ "დედა-ნაციონალური მოძრაობის" ხმებიც არ დაიკარგოს და ეს ელექტორატი "ლელოსკენ" წავიდეს, მაგრამ აქაც არასწორად თვლიან, ვინაიდან, "ნაციონალური მოძრაობის" ერთგული მხარდამჭერი "ლელოს" მაინც არ დაუჭერს მხარს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ თვალში "ლელომ" ნაციონალური მოძრაობაც" გადააგდო, რადგან არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. რაც შეეხება გახარიას ნაწილს, იქ უფრო კონსტრუქციულად უნდათ ჩამოაყალიბონ, რომ ეს ორი პარტია დივერსიფიცირებულად წარმოაჩინონ ჩვენი მოქალაქეების თვალში და მაქსიმალური ამომრჩეველი მიუერთონ ამ ორ პარტიას." - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.