„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, NATO-მ უნდა ჩამოაგდოს ის რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე, პრესასთან საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, უნდა ჩამოაგდონ თუ არა ალიანსის ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეში იჭრებიან, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ, ვფიქრობ, რომ ასეა“.
კითხვაზე, დაუჭერს თუ არა აშშ მხარს NATO-ს მოკავშირეებს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებაში, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს „გარემოებებზე იქნება დამოკიდებული“.
„ეს გარემოებებზეა დამოკიდებული, მაგრამ იცით, ჩვენ NATO-სთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ჯერ არ აქვს პასუხი იმასთან დაკავშირებით, ენდობა თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
„ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ერთ თვეში შევძლებ, კარგი?“, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, ენდობა თუ არა ტრამპი პუტინს.
ამასთან, ტრამპის განცხადებით, ჯერ მზად არ არის, განიხილოს აშშ-ის მონაწილეობა ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, უკრაინისთვის კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიების მიცემაში.
„ვიმედოვნებ, რომ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.