ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
1755199255
გამჭვირვალობის რეესტრში 400-მდე „ენჯეო“ დარეგისტრირდა, რომლებსაც დასამალი არაფერი არ აქვთ, თუმცა, სამწუხაროდ, ისეთი „ენჯეობიც“ არსებობენ, რომლებსაც ჩვენ ე.წ. მდიდარ „ენჯეოებს“ ვეძახით, რომლებიც ქვეყანაში მხოლოდ მავნებლობას ეწევიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული „ენჯეოები“ წლების განმავლობაში რევოლუციურ სცენარებს ავითარებდნენ, მასში მონაწილეობდნენ, იდენტობისთვის საპირისპირო პროპაგანდას ახვევდნენ თავს საზოგადოებას, ეკლესიას ლანძღავდნენ.
„გამჭვირვალობის რეესტრში დაახლოებით 400-მდე „ენჯეო“ დარეგისტრირდა, რომლებსაც დასამალი არაფერი აქვთ. თუმცა, სამწუხაროდ, ისეთი „ენჯეოები“ არსებობენ, რომლებსაც ჩვენ ე.წ. მდიდარ „ენჯეოებს“ ვეძახით. ქალბატონი გიგაური, ლომჯარია, მაქარაშვილი, პატარაია და ა.შ., რომლებიც მხოლოდ მავნებლობენ ქვეყანაში. ისინი თავიდან ბოლომდე ემსახურებიან თავიანთ გარე უფროსებს. ზღვარი წაშლილი არის მათსა და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის, ამ პარტიის დანაყოფს წარმოადგენენ. წლების განმავლობაში რა საქმიანობას ეწეოდნენ, რომ გადავხედოთ – რევოლუციური სცენარების დადგმა, მასში მონაწილეობა, ჩვენი იდენტობისთვის საპირისპირო პროპაგანდის თავს მოხვევა, ეკლესიის ლანძღვა-გინება და შემდეგ თუ აღდგომის დღეები ემთხვეოდა, აქციაზე სანთლით ხელში იდგნენ, გალობდნენ ისეთი ადამიანები, „ენჯეოების“ წარმომადგენლები, რომლებიც პატრიარქის ლანძღვა-გინებით არიან დაკავებულები ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად არ დავრეგისტრირდებით, ვაგრძელებთ მუშაობას და არ დავტოვებთ ქართველ ხალხს მხარდაჭერის გარეშე“.