ლევან მაჭავარიანი: დრო არის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან დაკავშირებით დაიწყოს საუბარი

ლევან მაჭავარიანი

დრო არის იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე საქართველოსთან დაკავშირებით დაიწყოს საუბარი, ვინაიდან ეს ჩვენი ხალხისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, საქართველო მზადაა ახალი ნიშნულიდან დაიწყოს აშშ-სთან ურთიერთობა.

„ჩვენი მხრიდან ყველა პლატფორმაზე გაკეთდა განცხადება, ბატონმა კობახიძემ საჯაროდ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ჩვენ აბსოლუტურ მზადყოფნას გამოთქვათ ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. მეტიც, ჩვენ მზად ვართ, რომ ახალი ნიშნული დაიწყოს ეს ყველაფერი, ახალი გზამკვლევის მიხედვით მოხდეს კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.