ლევან მაჭავარიანი: დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და გამოწვევა, ლგბტ პროპაგანდაა, ეს კანონი მომავალ თაობას ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან დაიცავს

ლევან მაჭავარიანი

 ლგბტ კანონი ჩვენ მომავალ თაობას დაიცავს ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

„დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და გამოწვევა, ლგბტ პროპაგანდაა. მივიღეთ ეს კანონი, რომელიც ჩვენ მომავალ თაობას დაიცავს ასეთი ბინძური და ამორალური პროპაგანდისგან“, - აღნიშნა დეპუტატმა.

სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა და არც ვეტო დაადო. დოკუმენტი ძალაში შევა, რადგან მას ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა.