თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
1790601209
ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა კარგად შიფრავს ამ აგენტურის გადალაგების სქემებს და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის, რომ გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს, ხოლო „ლელოს“ გაუნახევრდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, გახარია შეაბრუნეს პოლიტიკაში მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ დაუწესეს 43%-იანი ბარიერი.
„გახარია შემოაბრუნეს პოლიტიკაში, როდესაც ჩვენ დაგვიწესეს 43%-იანი ბარიერი და მისი გზავნილი ჩვენს მხარდამჭერებში იყო, რომ თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი გახლდათ, რომ ხელი შეეშალა ბარიერის გადალახვაში. შემდეგ მან 4 მუნიციპალიტეტში ღიად შექმნა კოალიციები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ამის შემდეგ უკვე დაიწყეს მისი იმგვარად გადალაგება, რომ გაემიჯნათ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან“.
ჩვენ ეს ვიხილეთ 2024 წელს. 2025 წელს, როდესაც აგენტურას დაავალეს არჩევნების ბოიკოტირება და მხოლოდ „ლელოს“ და გახარიას დაავალეს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ, რომ ისევე აღქმა შექმნილიყო, თითქოს ისინი დამოუკიდებელ დღის წესრიგს აყალიბებენ. მარტში ეს პარტიები დატოვეს კოალიციის მიღმა და ხელოვნური ხმაური დაავალეს კოალიციის პარტიებს, რომ საზოგადოების ყურადღება ისევ ხმაურზე გადასულიყო და ეს ორი პარტია გამიჯნულიყო „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან“.
გარე ძალები გააგრძელებენ ამ სტრატეგიით მუშაობას, 2028 წლისთვის უფრო მეტი ფსონის დადებას აპირებენ „ლელოსა“ და გახარიაზე, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ წინ ელოდებათ სასამართლო პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე ობიექტური“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფის შესახებ წერს.