როდემდე გაგრძელდება საქართველოში მაღალი ტემპერატურა - გარემოს სააგენტოს განახლებული ამინდის პროგნოზი
1753964059
ჩვენ უკვე ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ როდესაც კომისია მორჩება მუშაობას, ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი იქნება იმისთვის, რომ საჩივარი შევიტანოთ საკონსტიტუციო სასამართლოში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შეიქმნას შემდეგ პარტია „ახალის“ მსგავსი „ახალი 2“ „ახალი 3“ და ასე შემდეგ. იქ არის რამდენიმე კრიტერიუმი, რის მიხედვითაც მოხდება ამის იდენტიფიცირება. ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში თქვენ ატყობთ თუ როგორი ხმაურიანი არის პროცესი, დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობას ვგულისხმობ, შესაბამისად ჩვენ უკვე ღრმად ვარ დარწმუნებულები, რომ როდესაც კომისია მორჩება მუშაობას, ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი იქნება იმისთვის რომ საჩივარი შევიტანოთ საკონსტიტუციო სასამართლოში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.