ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1769690514
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა როცა გავაფორმეთ, დასავლეთი გვაკრიტიკებდა, აღმოჩნდა, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა ყველას სასიცოცხლოდ სჭირდება, მით უმეტეს, ევროკავშირს. ვისაც დაგაჯერეს, რომ ჩინეთთან მჭიდრო პარტნიორობა დასავლეთთან დაშორებას ნიშნავდა, დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მაჭავარიანი წერს, აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები უალტერნატივოა.
„როდესაც ჩვენ, ფაქტობრივად, ყველას დავასწარით და ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა, რასაც მაშინვე კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვა, დასავლეთი გვაკრიტიკებდა. აღმოჩნდა, რომ ჩინეთთან პარტნიორობა და თანამშრომლობა ყველას სასიცოცხლოდ სჭირდება, მით უმეტეს, ევროკავშირს. შეგახსენებთ, რომ ერთმანეთის მიყოლებით ბატონ სი ძინპინს ესტუმრნენ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ბატონი მაკრონი, კანადის პრემიერი, ბრიტანეთის პრემიერი, ხოლო შემდეგი გერმანიის კანცლერია. ყველას სურვილია, ჩინეთთან გააღრმაოს ურთიერთობა და ყველა მიიჩნევს, რომ ეს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია. კარგია, რომ რაც დრო გადის, ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა. ამ შემთხვევაშიც, მორიგ ჯერზეც აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები უალტერნატივოა. ვისაც დაგაჯერეს, რომ ჩინეთთან მჭიდრო პარტნიორობა დასავლეთთან დაშორებას ნიშნავდა, უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, – წერს ლევან მაჭავარიანი.