ამინდი მკვეთრად იცვლება - უახლოესი დღეების პროგნოზი
1790584687
ბულინგმა გაჭრა და სავარაუდოდ შეკვეთაც წამოვიდა მათი უცხოელი პატრონების მხრიდან, რის გამოც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მოუწია სიაში სააკაშვილი დაემატებინა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ჩვენ გვახსოვს, როდესაც სააკაშვილი პოლიტიკური დევნილების სიაში არ შეიყვანეს, მან ეკა გიგაურის და დანარჩენი მდიდარი „ენჯეოების“ წარმომადგენლების ბულინგი დაიწყო. სავარაუდოდ ამ ბულინგმა გაჭრა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს მდიდარი „ენჯეოები“ უკვე იმდენად აღარ გათავხედნენ, რომ სააკაშვილი შეეყვანათ ამ სიაში. შეიძლება, საქართველოს მასშტაბით 20-30 ადამიანი იყოს, ვისაც სჯერა ამ „ენჯეოების“ და იმ 20-30 ადამიანის დაკარგვაც არ სურდათ. თუმცა ბულინგმა გაჭრა და სავარაუდოდ შეკვეთაც წამოვიდა მათი უცხოელი პატრონების მხრიდან. რის გამოც მათ მოუწიათ სიაში სააკაშვილი დაემატებინათ.
იქ იმით აპელირებენ, რომ ცხრა მილიონი, რომელიც სააკაშვილმა გაფლანგა, თითქოს პიჯაკების საქმეა, ეს საკითხი, რომ გააუბრალოონ. ცხრა მილიონი პიჯაკებისთვის ნამდვილად არ იყო და იქ მილიონები მისი პირადი ფუფუნებისთვის, მოგზაურობისთვის და დასვენებისთვის იყო დახარჯული“,- განაცხადა მაჭავარიანა.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გაავრცელა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ მიერ შედგენილ პოლიტიკურ პატიმართა სიაში იქნება შეყვანილი. ორგანიზაციის შეფასებით, „ე.წ. პიჯაკების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ხოლო მიმდინარე საქმეებზე მის მიმართ წარმართული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც სააკაშვილი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციის მიხედვით, აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრისთვის განსაზღვრულ (5-დან 4) კრიტერიუმს“.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ პატიმართა ანალოგიური სია ადრეც მოამზადა, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი შეყვანილი არ იყო. ორგანიზაციის აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინ მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა.