გურიაში ავარიას 15 წლამდე მოზარდი ემსხვერპლა
1741963190
იწყება საკომიტეტო განხილვები კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ უკვე დავაანონსეთ - ეს არის კანონის გამკაცრება ნარკორეალიზატორების მიმართ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი პასუხისმგებელია მომავალი თაობის ჯანსაღ გარემოში გაზრდაზე, ამიტომ ნარკორეგულაციების გამკაცრება უალტერნატივოა.
„რა თქმა უნდა ჩვენ ბევრ სხვადასხვა პროგრამას შევთავაზებთ, კომპლექსური მიდგომა იქნება თვითონ ნარკოტიკის მომხმარებლების მიმართ, იმისათვის რომ რამენაირად თავი დააღწიონ ამ მძიმე სენს. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ ჩვენი მომავალი თაობა გაიზარდოს ჯანსაღ გარემოში და შესაბამისად ეს ნაბიჯი არის უალტერნატივო“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ნარკოდანაშაულისთვის კანონი მკაცრდება - ანტინარკოტიკული რეფორმა საპარლამენტო უმრავლესობამ და საპარლამენტო ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან ერთად შეიმუშავა.