ამერიკის მწვანე ბარათის შედეგები ცნობილია
1746288429
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ცეცხლი წაუკიდა.
ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს არის რუსული კანონი და უნდა დაიწვას.
„ეს რუსული კანონი ისევე უნდა იყოს დამწვარი, როგორც ახლა, პირდაპირ ეთერში ვწვავთ“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, დღეს, 17:00 საათისთვის დაიწყონ შეკრება პარლამენტთან და ორი მთავარი მოთხოვნის შესახებ ისაუბრა.
„მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, ისევე, როგორც გუშინ, ჩვენი დასაცავია ევროპული მომავალი. ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. დაწყებულია რუსული პროპაგანდა, ეს პარტია ის პარტია, არაფერმა შეგაშინოთ, მათ შორის პოლიტიკური პარტიები გამოგვიყენეთ ბრძოლის ინსტრუმენტებად და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს. ეს არის თქვენი ქვეყანა, ეს ქვეყანა არის ქართველი ხალხის, ეს ქვეყანა არის ჩვენი საბრძოლი. ამიტომ დღეს, 17:00 საათიდან დავიწყოთ შეკრება პარლამენტის წინ. სამოქალაქო სექტორი 15:00 საათიდან უკვე იწყებს აქტიურობას, შეკრებას, რაც ძალიან კარგი, მნიშვნელოვანია და მივესალმებით. 17:00 საათიდან დავმობილიზდეთ, შევიკრიბოთ პარლამენტთან.
ასევე, მნიშვნელოვანია, გვქონდეს კონკრეტული მოთხოვნები, ეს მოთხოვნები არ გამომდინარეობს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან. ამიტომ ვაჟღერებ მოთხოვნებს, რომლებიც აქვს ხალხს. პირველი მოთხოვნაა რუსული კანონის გაწვევა უპირობოდ და სასწრაფოდ, რაც არ ნიშნავს, რომ ეს კანონი თუ გაიწვიეს, ვინმე იტყვის, რომ რუსები აღარ არიან, მაგრამ ეს რუსული კანონი ევროპულ მომავალს აფერხებს, ევროკავშირის სტატუსზე არის წინაღობა. ხალხის პირველი მთავარი მოთხოვნა არის კოლექტიური ხუნდაძე, ყაველაშვილი, ღარიბაშვილი კობახიძე – ამ გავრილოვების კანონი იყოს გაწვეული სასწრაფოდ. ქართველი ხალხის მეორე მოთხოვნა არის, უპირობოდ ევროკავშირის სტატუსი. თუ ეს ორი მოთხოვნა არ ასრულდება და არ გააკეთებს „რუსული ოცნება“, ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ასევე დაკავებულების გათავისუფლება სასწრაფოდ. ყველა ადამიანი, რომელიც დაკავებულია, არის პოლიტიკური პატიმარი. ყველა, ვინც ანტიპუტინისტურ, ანტირუსულ, ევროპის მხარდასაჭერ აქციაზე დააკავეს, არის უკანონო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მიიღო.