ქალმა ChatGPT-ს დახმარებით ლატარეაში $150 ათასი მოიგო (აშშ)
1758704200
ივანიშვილის მწამებელ ბანდასთან ერთად დასრულდება პოლიტიკური „ვაჭრუკანების“, ოპოზიციაში „დასაქმებულების“, „ლაი-ლაისტების“ ეპოქა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის პოსტშია ნათქვამი, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერი იქნება ახლის დასაწყისი, სადაც მთავარი როლი ექნება მის აღმატებულება ქართველ ხალხს.
„4 ოქტომბრის გამარჯვების დღე არ ეკუთვნის „პოლიტიკოს“ ოპოზიციონერებს. ეს დღე არის სახალხო, ეროვნული დღესასწაული. 4 ოქტომბერი არის ახალი ათვლის წერტილი. ივანიშვილის მწამებელ ბანდასთან ერთად დასრულდება პოლიტიკური „ვაჭრუკანების“, ოპოზიციაში „დასაქმებულების“, „ლაი-ლაისტების“ ეპოქა. ეს იქნება აბსოლუტურად ახლის დასაწყისი, სადაც მთავარი როლი ექნება მის აღმატებულება ქართველ ხალხს. მიგულეთ რიგით მსახურად, თქვენი მონამორჩილი, ლევან ხაბეიშვილი. ადვოკატის მეშვეობით გადმოცემული გზავნილი“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.