ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 2 მაისს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა
1746165881
ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, თავი გამოიჩინოს, სხვაზე უფრო ბრუტალური გახდეს. ფიზკულტურის გაკვეთილების დემონსტრირებაც და კრივში მეცადინეობაც იმიჯის შექმნას ემსახურება, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სწორედ ისაა, ვინც რევოლუციის გზაზე ახალგაზრდობას გაუძღვება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი გარკვეულ თემებში პოპულარობით თავის თანამოაზრეებს ჩამორჩება.
„ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, თავი გამოიჩინოს, სხვაზე უფრო ბრუტალური გახდეს. მისი მხრიდან ფიზკულტურის გაკვეთილების დემონსტრირებაც და კრივში მეცადინეობაც იმიჯის შექმნას ემსახურება, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სწორედ ისაა, ვინც რევოლუციის გზაზე ახალგაზრდობას გაუძღვება. პირველი შემთხვევა არ არის, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს. ლევან ხაბეიშვილი გარკვეულ თემებში პოპულარობით თავის თანამოაზრეებს ჩამორჩება, მაგრამ ასეთი განცხადებების კეთება მისთვის თავის გამოჩენაა. თუმცა ვითარებას ლევან ხაბეიშვილის განცხადებებით ვერ შევაფასებთ. მთლიანობაში, ასეთი მოწოდებები არა მხოლოდ მისგან კეთდება, არამედ კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“. თბილისში, მიტინგებზე მათი მხარდაჭერებიც ვიხილეთ, სადაც პირდაპირ და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, რომ თბილისში იგივე მოეწყოთ, რაც უკრაინაში მოხდა, ანუ „მაიდანიზაცია“. ლევან ხაბეიშვილი ერთ-ერთი ნაწილია იმ პროპაგანდისტული შეძახილების, რომელიც შინაარსობრივად მათ იდეას, ხასიათს, პარტიულ გეგმებს ახასიათებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია, „კარგად ორგანიზებული, ერთობლივი, სახალხო აჯანყება თავისი თავდაცვითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობით, ამ შემთხვევაში უპირობოდ გავარღვევთ“.