დღეს სარკისებური თარიღია - გადატვირთეთ თქვენი ცხოვრება და აისრულეთ სანუკვარი სურვილები
1760040007
სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით რუსეთთან ამ ქვეყნების განცხადებები და საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრი გამოეხმაურა ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ დაწესებული სანქციების საკითხს.
„ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით რუსეთთან ამ ქვეყნების განცხადებები და საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩვენ გვქონდა კოლეგებთანაც ამაზე საუბარი. საქართველო აგრძელებს ეკონომიკურ თანამშრომლობას რუსეთთან. ამ შემთხვევაში ეს ქვეყნებიც ამ თანამშრომლობით რეალურად სარგებლობენ მაშინ, როდესაც განცხადებები სრულიად სხვაგვარია“, - განაცხადა დავითაშვილმა.