1757870206
ლევან ჭოტორლიშვილი: ხოშტარიას შემთხვევა ადასტურებს, რომ შეიძლება საერთოდ პუტინის მთავრობისგან ფინანსდებოდე, მაგრამ თუ რუსოფობიული, ნაცისტურში გარდამავალი რიტორიკა და სიძულვილის ენა გაქვს, სექტანტები მაინც მოგიწონებენ

ელენე ხოშტარიას შემთხვევა ადასტურებს შემდეგ რამეს. შეიძლება საერთოდ პუტინის მთავრობისგან ფინანსდებოდე, მაგრამ თუ რუსოფობიული, ნაცისტურში გარდამავალი რიტორიკა და სიძულვილის ენა გაქვს, სექტანტები მაინც მოგიწონებენ. მათ არ აინტერესებთ რეალური საქმე, შინაარსი, ლოგიკა, ანალიზი, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი, სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, სექტა დამოკიდებულია სიძულვილზე და მუდმივად ცდილობს მის გაფართოებას, როგორც მინიმუმ, ქართველი ერის ჯანსაღ ნაწილზე, ქართულ კულტურაზე, ტრადიციებზე, ისტორიასა და ეკლესიაზე.
“ელენე ხოშტარიას შემთხვევა ადასტურებს შემდეგ რამეს. შეიძლება საერთოდ პუტინის მთავრობისგან ფინანსდებოდე, მაგრამ თუ რუსოფობიული, ნაცისტურში გარდამავალი რიტორიკა და სიძულვილის ენა გაქვს, სექტანტები მაინც მოგიწონებენ. მათ არ აინტერესებთ რეალური საქმე, შინაარსი, ლოგიკა, ანალიზი. სექტა ისეა დამოკიდებული სიძულვილის ენაზე როგორც ნარკომანები წამალზე. ოდესღაც მათ უთხრეს რომ რუსეთის მიმართ სიძულვილი ლეგიტიმურია, ამისთვის არ დაგსჯიან. იყავი თუნდაც პუტინის აგენტი, მიიღე პუტინისგან ფული, მაგრამ გამოხატე სიძულვილი. მიყიდე მთელი ქართული ენერგეტიკა რუსეთს, ჩააბარე ტერიტორიები როგორც სააკაშვილმა და კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ გააკეთს, ყველაფერს გაპატიებენ, ტაშს დაგიკრავენ ოღონდ სიძულვილის უფლება მიეცი. როგორც ნარკომანს არ ჰყოფნის დოზა, ასევე სექტას არ ჰყოფნის სიძულვილის საზღვრები და მუდმივად ცდილობს მის გაფართოებას პრაქტიკულად მთელ ქართველ ერზე თუ არა როგორც მინიმუმ მის ჯანსაღ ნაწილზე, ქართულ კულტურაზე, ტრადიციებზე, ისტორიაზე, ეკლესიაზე. სიძულვილი ვრცელდება მეზობელზე, ნაცნობზე რომელიც მათზე უფრო ნიჭიერი, წარმატებული, კულტურულია. ეს არის კოლექტიური "შვონდერის" ფენომენი რომელიც აღწერა მიხეილ ბულგაკოვმა "ძაღლის გულში". რეალურად, მათ მხოლოდ ქართველი ერი და საქართველო კი არა მთელი სამყარო სძულთ, მათ შორის დასავლეთიც, მაგრამ დასავლეთი მათთვის მაღალი ბარიერია, დასავლეთის სიძულვილი არ არის ლეგიტიმური. შეიძლება დასავლეთის სიძულვილისთვის დაგსაჯონ. დააკვირდით როგორ სწრაფად წაშალეს ჩარლი კირკის სიკვდილით აღტაცებული სტატუსები. საკმარისი იყო ამერიკის მთავრობას ერთი განცხადება გაეკეთებინა, რომ ასეთი სტატუსების ავტორები დაისჯებიან. მომენტალურად წაშალეს ყველაფერი. ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებით გამოწვეული სიხარული კი არ წაშალეს. იმიტომ რომ გაჩეჩილაძე ქართველია, მისი სიძულვილის გამო არ დასჯიან.” - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.