ლევან ჭოტორლიშვილი-ჩვენი ოპოზიცია არის პროვინციული ვერსია იმ ძალების ვინც ჩარლი კირკს ესროლა. იმდენი ხანი იმუშავეს ამ კატეგორიის ხალხთან, რომ მიიღეს ისტერიული, ჭკუიდან გადასული, უკონტროლო აგრესიული ამორალური აქტივისტების სექტა

ლევან ჭოტორლიშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში კონსერვატიული აქტივისტის, ჩარლი კირკის დაჭრის ცნობას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „ჩვენი ოპოზიცია არის პროვინციული ვერსია იმ ძალების ვინც ჩარლი კირკს ესროლა“.

როგორც ფიზიკოსი წერს, იმდენი ხანი იმუშავეს ამ კატეგორიის ხალხთან, პროპაგანდით, ფინანსური წახალისებით, ნეიროლინგვისტური პროგრამირებით, რომ მიიღეს მსოფლიოს მოდებული ისტერიული, ჭკუიდან გადასული, უკონტროლო აგრესიული ამორალური აქტივისტების სექტა.

„ჩვენი ოპოზიცია არის პროვინციული ვერსია იმ ძალების ვინც ჩარლი კირკს ესროლა. იმდენი ხანი იმუშავეს ამ კატეგორიის ხალხთან, პროპაგანდით, ფინანსური წახალისებით, ნეიროლინგვისტური პროგრამირებით, რომ მიიღეს მსოფლიოს მოდებული ისტერიული, ჭკუიდან გადასული, უკონტროლო აგრესიული ამორალური აქტივისტების სექტა. სოციალური ინჟინერიის პროდუქტი.ვირუსი რომ გაჟონავს ლაბორატორიიდან და ეპიდემიას იწვევს, ისე გაექცათ პოლიტექნოლოგებს, დაკარგეს კონტროლი პროცესზე. აწი უკვე ბნელი აქტივისტების სექტა საკუთარ თავს აწარმოებს.“- წერს ჭოტორლიშვილი.