„ლელომ“ დროზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან ეს უკვე პოლიტიკური საკითხიც აღარ არის, მორალური საკითხია - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, "ლელომ" დროზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან ეს უკვე პოლიტიკური საკითხიც აღარ არის, მორალური საკითხია.

მისი განმარტებით, "ლელო" ღიად და ცხადად ოპოზიციაში პირველი ადგილისთვის იბრძვის, რაც უკვე რიტორიკაზეც ეტყობათ.

"ბოიკოტის შედეგები თუ ვინმეს არ ახსოვს, ამას არ სჭირდება მსოფლიო რუკაზე გადახედვა, 1990 წლის ბოიკოტის შედეგები ნახოს. შეიძლება ვიღაცები ამ დროს კომუნისტურ პარტიაში და კომკავშირში იყვნენ. შეიძლება მეორე მხარეს რომ აღმოჩნდნენ ამიტომ სწყინთ და არ ახსოვთ. მაშინ პარლამენტიდან რატომ გავიდნენ, პირადად ბატონი ბადრიც. რატომ დაუთმეს პარლამენტის მანდატი. დროზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება "ლელომ", რადგან ეს უკვე პოლიტიკური საკითხიც აღარ არის, მორალური საკითხია. არ მიიღებენ კი არა, ვერ უნდა მიიღოს "ლელომაც" მონაწილეობა. ეს არის ჩვენი თვითმიზანი. "ლელო" ჩემი აზრით, სამწუხაროდ თავისი რიტორიკით რასაც ვისმენთ, იბრძვის ოპოზიციაში პირველი ადგილისთვის, ღიად და ცხადად", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.