„ლელო“ ძალიან ბევრმა წევრმა დატოვა და ძალიან ბევრი დატოვებს - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

ძალიან ბევრმა პარტიის წევრმა დატოვა პარტია და ძალიან ბევრი დატოვებს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარტიის წევრების მიერ „ლელოს“ დატოვების შეფასებისას.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ „ლელოს“, ხაზარაძეს ექნებოდა პრობლემები მოსახლეობასთან იმიტომ, რომ გადაგდება მისთვის არის ჩვეულებრივი პროცესი. მისმა არაერთმა ყოფილმა პარტნიორმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ამხილა ხაზარაძე ბიზნესში გადაგებაში, თაღლითობაში და ასე შემდეგ. მას ეგონა, რომ პოლიტიკაში მოვიდოდა და შეაფარებდა თავს, მაგრამ აქ უარესი აღმოჩნდა, ეს ბიზნესთან შედარებით არის საჯარო სფერო და მისი პარტიის ძალიან ბევრმა წევრმა დატოვა პარტია და ძალიან ბევრი დატოვებს”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ლელოს" აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის წევრმა სულხან კოჩალიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა.

დღეს კი კოალიციის ,,ძლიერი საქართველოს'' ( ლელო ) დატოვების გადაწყვეტილება აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის 22-ე ნომერმა მერაბ ქურიძემ მიიღო.