„ლეიბორისტული პარტია" პარლამენტში შესვლაზე მსჯელობს

ნათელაშვილი

„პარლამენტში შესვლა გადაწყვეტილი არ არის, თუმცა იდეის დონეზე ამაზე ფიქრი მიდის.  პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, ვიმეორებ, სოციალურ ქსელშიც შემუშავდება გამოკითხვა, რათა მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, მერე არ თქვან, რომ ბიძინამ ან მიშამ გამოუგზავნა ფულიო“, - ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.