რას ამბობს დედა, რომლის 2 წლამდე შვილი ბებიამ „ტიკ-ტოკის“ ლაივში სცემა - ქალი დაკავებულია
1756756514
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ რუგენაათს შეხვდნენ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.