ChatGPT-ში ცვლილებებია - 6 მთავარი სიახლე, რომლებიც ჩატბოტში დაგვხვდება
1755003028
დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. თურქეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ მჭიდრო თანამშრომლობა ყველა სფეროში, იქნება ეს უსაფრთხოების, ეკონომიკური, სოციალური და ა.შ., - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.
„აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს არის საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის განმავლობაში განხორციელდება შეხვედრები თურქეთის პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან და განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები“, - აღნიშნა ლაშა დარსალიამ.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო.