იტალიაში, ქართველი მომვლელი, მოხუცის ოჯახის წევრებმა სცემეს
1745096287
ლაჩრებმა და სამშობლოს გამყიდველებმა გადაწყვიტეს გმირ ანწუხელიძეს შეაფარონ თავი, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.
ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ ეს დღეებია, ერთი მეორის მიყოლებით პოსტავდნენ ანწუხელიძის სახელს, ჰგონიათ პიარის დახმარებით ყველაფრის გადაფარვა შეუძლიათ.
„ლაჩრებმა და სამშობლოს გამყიდველებმა გადაწყვიტეს გმირ ანწუხელიძეს შეაფარონ თავი. ეს დღეებია, ერთი მეორის მიყოლებით პოსტავდნენ ანწუხელიძის სახელს .. ჰგონიათ პიარის დახმარებით ყველაფრის გადაფარვა შეუძლიათ და როგორც გამჭვირვალობას რუსული დაარქვეს, საკუთარ გამყიდველობას ანწუხელიძის გმირობას თუ დაუკავშირებენ ამით გათეთრდებიანარ გაგიტარებთ. რადგან არ არსებობს კავშირი ანწუხელიძის თავდადებასა და იმასთან, რაც თქვენ გბრალდებათ და რასაც საგამოძიებო კომისიაზე ვისმენთ“, - წერს იგი.