ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, კულტურის კომიტეტის სამოქმედო გეგმა ეფუძნება შემდეგ ძირითად მიმართულებებს: პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და კანონშემოქმედება; საზედამხედველო საქმიანობა; საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია; კომიტეტის ორგანიზაციული განვითარება. შესაბამისად, კომიტეტს შემუშავებული აქვს 4 სტრატეგიული მიზანი.
„კომიტეტის სტრატეგიული მიზნებია: მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და საკანონმდებლო საქმიანობის კოორდინირება; კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის წარმართვა კანონის აღსრულების, ასევე დარგობრივი მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო ორგანიზაციების მუშაობის გასაუმჯობესებლად, კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; კომიტეტის საქმიანობასა და დარგობრივი მიმართულებით არსებული სიახლეების შესახებ, დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირების გაზრდის მიზნით კომუნიკაციის გაუმჯობესება; კომიტეტის შიდა ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება მისი მანდატით განსაზღვრული საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისათვის“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
სამოქმედო გეგმაში სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად, ჯამში, 15 ამოცანაა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა სამოქმედო გეგმას.
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530