„კორუფციის კონტროლის" მიხედვით, საქართველო დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის 10, ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატს უსწრებს

xalxi

"კორუფციის კონტროლის" მიხედვით საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი სკალიდან 71,2%-ი მიიღო - ქვეყანა დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის 10, ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატს უსწრებს.

"კორუფციის კონტროლის" მიხედვით მხრივ საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი სკალიდან 71,2%-ი მიიღო და კავკასიასა და შავიზღვისპირეთში პირველ ადგილზე გავიდა.

კორუფციის კონტროლით (მათ შორის ელიტური კორუფციისგან თავისუფლებით) საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის 10 ქვეყანას , ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატს. ეს ქვეყნებია: იტალია, პოლონეთი, კვიპროსი, მალტა, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, თურქეთი და ა.შ.

საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.
გლობალური მმართველობის ინდიკატორების ამ მეგა კვლევაში საქართველო "კორუფციის კონტროლის" აგრეგატში 9 საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა შეაფასა. სადაც საქართველო საუკეთესო ოცეულებში, ან ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა 9-დან 7 ორგანიზაციის შეფასების მიხედვით.

შემფასებელი ორგანიზაციები:

1. Bertelsmann Transformation Index (BTI) (ბეტსელმანის ტრანსფორმაციის ინდექსი)
2. Economist Intelligence Unit (EIU) ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითი
3. Freedom House (ფრიდომ ჰაუსი)
4. The Gallup Organization (კვლევითი ცენტრი „გელაპი“)
5. World Bank Enterprise Surveys (WBS) (მსოფლიო ბანკის სამეწარმეო გამოკვლევა)
6. S&P Global
7. Varieties of Democracy Project at the University of Gothenberg and University of Notre Dame ("დემოკრატიის მრავალფეროვნება" - გოტენბერგის და ნოტერდამის უნივერსიტეტების პროექტი)
8. World Justice Project Rule of Law Index (მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის "კანონის უზენაესობის ინდექსი")
9. World Economic Forum Global Competitiveness Survey (GCS) (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევა)

განმარტებისთვის, "კორუფციის კონტროლი"- ფასდება მმართველი ძალების მიერ საკუთარი უფლებამოსილების გამოყენების პრაქტიკა პირადი ინტერესებისთვის. შეფასება მოიცავს როგორც კორუფციას ქვედა დონეზე, ისევე, როგორც ელიტური კორუფციის შეფასებას.

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (WGI) შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს მკვლევარებს და ანალიტიკოსებს შეაფასონ მმართველობის აღქმის ფართო სქემები ქვეყნებში და დროთა განმავლობაში.

WGI აგროვებს 30-ზე მეტი ანალიტიკური ცენტრის, საერთაშორისო ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო ფირმების მონაცემებს მთელ მსოფლიოში, შერჩეული სამი ძირითადი კრიტერიუმის საფუძველზე: 1) ისინი დამზადებულია სანდო ორგანიზაციების მიერ; 2) ისინი აწვდიან შესადარებელ მონაცემებს ქვეყნებს შორის; და 3) ისინი რეგულარულად განახლდება. მონაცემები ასახავს მსოფლიოს მასშტაბით მრავალი დაინტერესებული მხარის, მათ შორის ათიათასობით გამოკითხვის რესპონდენტისა და ექსპერტის მმართველობის შესახებ განსხვავებულ შეხედულებებს.