ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
დანაშაულებზე პასუხები არ აქვთ და საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოსვლაც ამიტომ არ უნდათ. ახლა ცდილობენ, პოლიტიკურ წამებულებად წარმოაჩინონ თავი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, „ის გზა არჩიეს, რაც მათ რევოლუციურ გეგმას სრულად შეესაბამება“.
„გაცილებით მძიმე იქნება ის ზარალი, რასაც კონკრეტული ფიგურები მიიღებენ, როგორც ადამიანები, პოლიტიკოსები, რადგან კითხვებზე პასუხი არ აქვთ. ის გზა არჩიეს, რაც მათ რევოლუციურ გეგმას სრულად შეესაბამება. ახლა ცდილობენ, პოლიტიკურ წამებულებად წარმოაჩინონ თავი. დანაშაულებზე პასუხები არ აქვთ და კომისიის სხდომაზე მოსვლაც ამიტომ არ უნდათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.